PROFIO ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როგორ გამოიყენება ინფორმაცია Profio-ში და სად მოგვწერო მონაცემების შესახებ
ანგარიში და პროფესიული პროფილი
ელფოსტა ანგარიშის შექმნისა და შესვლისთვის გამოიყენება. პროფესიულ პროფილში შეგიძლია მიუთითო გამოცდილება, განათლება და უნარები და დაამატო CV.
პროფილის ხილვადობა და განაცხადები
პროფილის პარამეტრებში შეგიძლია მართო პროფილის ხილვადობა და ძიებაში მონაწილეობა. ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისას დამსაქმებელი განაცხადს პლატფორმაზე იღებს. CV-ის ავტომატური გაზიარებისთვის საჭიროა ამ ფუნქციის ჩართვა.
დოკუმენტები
დოკუმენტის დადასტურების მოთხოვნისას კომპანია უთითებს მონაწილის ელფოსტას. მოწვეული პირი ელფოსტას ადასტურებს და შემდეგ ეცნობა დოკუმენტს.
კითხვები შენს მონაცემებზე
მონაცემებზე წვდომის, შესწორების ან სხვა მოთხოვნისთვის მოგვწერე info@profio.ge-ზე.